ENGLISH

აკადემიური პროგრამები

 


 

 

 

საბაკალავრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური - ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის და მთავრდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

 

 

ისტორია (2008-2012  წლების რედაქცია, ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი და 2009-2013 წლების რედაქცია, ხელმძღვანელები  პროფ. თ. დუნდუა, პროფ. თ. პაპასქირი, პროფ. ლ. გორდეზიანი).

 

 

 

 

 

სამაგისტრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მაგისტრატურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური, რომელიც მიზნად ისახავს ბაკალავრიატის დონეზე შეძენილი ზოგადი განათლების კონკრეტულ და სიღრმისეულ განვრცობას, სტუდენტისთვის სამეცნიერო კვლევისა და ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე პრობლემის დასმის, საჭირო რესურსების მოძიების, მისი კოპლექსურად შესწავლისა და გადაჭრის უნარ–ჩვევების შეძენას და მთავრდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

 

”საქართველოს ისტორია” (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი).

 

 

 

 

 

სადოქტორო პროგრამები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური,  რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და უმალესი სკოლის პედაგოგიური  კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
 დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

 

”ისტორია” ( ხელმძღვანელი  პროფ. ლევან გორდეზიანი).

”საქართველოს ისტორია” (ხელმძღვანელი პროფ. ვ. კიკნაძე)

”საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია” (ხელმძღვანელები პროფ. გ. ალასანია და პროფ. მ. ჩხარტიშვილი).