ENGLISH
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი

 

 

 



საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებას ეროვნული ისტორიის დარგში. იგი აერთიანებს პროფესორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევა და მისი მსოფლიო ისტორიულ პროცესში კონტექსტუალიზება უძველესი დროიდან მოკიდებული დღემდე, კერძოდ, სამეცნიერო ძიებათა ფოკუსშია შემდეგი ასპექტები:  საქართველოს პოლიტიკური, სოციალური ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია, ქართული ისტორიული აზრის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ურბანული ისტორია, საქართველოს სამხედრო ისტორია, საქართველოს რეგიონალური ისტორია და სხვ.