ანგარიში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ანგარიში

28-29 ოქტომბერი, 2010

 

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, აუდიტორიაში №214 ჩატარდა  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა პროფესორ-მასწავლებლებითა, სტუდენტების  და დაინტერესებული პირების ფართო სპექტრი. აღნიშნული კონფერენციის თემატიკა ვრცელია და მოიცავდა საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს,  უძველესი დროიდან თანამედროვე პრობლემატიკის ჩათვლით.

   საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თსუ- პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.  კონფერენციის მონაწილეთა პროფილი ფართოა და მასში მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოს ისტორიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე  მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, ფოლკლორისტიკის, ქართული ფილოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების  სპეციალისტებმა. მათ ყველას აერთიანებდა საქართველოს ისტორიის საკითხების კვლევა, რომელიც მოხსენებების სახით წარმოადგინეს აღნიშნულ კონფერენციაზე.

   კონფერენცია გაიხსნა 28 ოქტომბერს, ხოლო შესავალი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს ისტორიის მიმართულების სრულმა პროფესორებმა თედო დუნდუამ და  მარიამ ჩხარტიშვილმა.

   კონფერენცია გახსნა პროფ. . დუნდუამ. მან ისაუბრა სამეცნიერო კვლევის განვითარებაში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის  ინსტიტუტის როლის შესახებხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული ინსტიტუტი არის სამართალმემკვიდრე საქართველოს ისტორიის იმ კათედრისა, რომელიც  უნივერსიტეტის დაარსების  პირველივე დღეებიდან არსებობდა და სადაც არაერთი გამოჩენილი მეცნიერი მოღვაწეობდა. მანვე მიუთითა იმის შესახებ, რომ აღნიშნული  კონფერენცია უნდა გამხდარიყო ერთგვარი დასაწყისი გარკვეული სამეცნიერო გამოცოცხლებისა.

   . ჩხარტიშვილმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, ასევე ინსტიტუტის წევრების იმ ენთუზიაზმსა და მხარდაჭერას, რომელიც თედო დუნდუას  მხრიდან კონფერენციის ჩატარების იდეას მოჰყვა. მან ისაუბრა იმ კონტაქტების შესახებ, რომელიც დამყარდა რომის ლა საპიენზას უნივერსიტეტთან. მანვე ისაუბრა იმ  ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს ისტორიის ინსტიტუტსა და ზოგადად ქართველოლოგიას ესაჭიროება დღევანდელ ეტაპზე  იმისთვის, რომ მისი განვითარება არ შეფერხდეს. ხაზი გაესვა ქართველოლოგიის სტრატეგიული მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და მისი მხარდაჭერის აუცილებლობას. . ჩხარტიშვილმა სიტყვა გადასცა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს - დარეჯან თვალთვაძეს.

   . თვალთვაძემ მიულოცა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის კონფერენციის ჩატარება დამსწრე საზოგადოებას. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ფაკულტეტზე ტარდება ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია, რომელიც, ზოგადად, ჰუმანიტარული პროფილის ყველა სპეციალისტს აერთიანებს,