ENGLISH

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი

 

 

 

მიზნები

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებას ეროვნული ისტორიის დარგში. იგი აერთიანებს პროფესორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევა და მისი მსოფლიო ისტორიულ პროცესში კონტექსტუალიზება უძველესი დროიდან მოკიდებული დღემდე, კერძოდ, სამეცნიერო ძიებათა ფოკუსშია შემდეგი ასპექტები:  საქართველოს პოლიტიკური, სოციალური ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია, ქართული ისტორიული აზრის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ურბანული ისტორია, საქართველოს სამხედრო ისტორია, საქართველოს რეგიონალური ისტორია და სხვ.

 

შემადგენლობა

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში მუშაობენ  აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, სამი სრული პროფესორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ჩხარტიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თედო დუნდუა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა კიკნაძე; შვიდი ასოცირებული პროფესორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ბახტაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი სილოგავა, ისტორიის დოქტორი ანდრო გოგოლაძე და ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა;  ხუთი ასისტენტ პროფესორი - ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე, ისტორიის დოქტორი ჯაბა სამუშია, ისტორიის დოქტორი ბონდო კუპატაძე, ისტორიის დოქტორი აპოლონ თაბუაშვილი.

 

სასწავლო პროგრამები.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორები მონაწილეობენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სხვა ფაკულტეტების სასწავლო პროგრამებში. უკლებლივ ყველა არის ამჟამად ფაკულტეტზე მოქმედი ისტორიის ორივე საბაკალავრო პროგრამის (2008-2012  წლების რედაქცია, ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი და 2009-2013  წლების რედაქცია, ხელმძღვანელები  პროფ. თ. დუნდუა, პროფ. თ. პაპასქირი, პროფ. ლ. გორდეზიანი) მონაწილე.

ასევე, უკლებლივ ყველა პროფესორი მონაწილეობს სამაგისტრო პროგრამაში ”საქართველოს ისტორია” (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი). ინსტიტუტის პროფესორთა უმრავლესობა  მონაწილეობს სადოქტორო პროგრამაში ”ისტორია” ( ხელმძღვანელი  პროფ. ლევან გორდეზიანი).

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში მომზადდა და მოქმედებს, აგრეთვე, სადოქტორო  პროგრამები ”საქართველოს ისტორია” (ხელმძღვანელი პროფ. ვ. კიკნაძე და ”საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია” (ხელმძღვანელები პროფ. გ. ალასანია და პროფ. მ. ჩხარტიშვილი).

 

საერთაშორისო თანამშრომლობა.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს საუნივერსიტეტო თანამშრომლობის  ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული აქვს შეთანხმება რომის ლა საპიენზას უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დეპარტამენთთან. ამას გარდა, თითოეული პროფესორი ინდივიდუალურად არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმისა თუ სამუშაო შეხვედრის მონაწილე.

 

პუბლიკაციები

ინსტიტუტის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა სამეცნიერო კრებულები ”საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები” (ტომი 9, 2008, რედ. მ. ჩხარტიშვილი ) და ”ქართული წყაროთმცოდნეობა” (ტომი 12, 2010, რედ. გ. ალასანია და მ. ჩხარტიშვილი).

ყოველწლიურად ცალკეული პროფესორების მიერ გამოქვეყნებულ   სტატიების თუ მონოგრაფიების  საერთო რიცხვი  მრავალ ათეულს აღწევს.

ამჟამად ინსტიტუტში პროფ. თ. დუნდუას თაოსნობით და ინსტიტუტის დოქტორანტების აქტიური მონაწილეობით მზადდება ორი სამეცნიერო (ქართულენოვანი – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, და ინგლისურენოვანი – Georgian Journal of Historical Studies) ჟურნალი.

 

სემინარები და კონფერენციები

2009 წლის ნოემბერში საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის ინსტიტუტთან ერთად  იყო ორგანიზატორი მეოთხე საერთაშორისო  კონფერენციისა ”ვია ეგნატია” - კულტურული, პოლიტიკური, რეგიონალური იდენტობანი; ხალხები და სახელმწიფოები წარსულში და დღეს”. ეს სამეცნიერო ფორუმი  დიდი მნიშვნელობის მოვლენას წაროადგენდა არა მარტო ინსტიტუტის სამეცნიერო ცხოვრებაში, არამედ, საზოგადოდ, საქართველოში ჰუმანიტარული კვლევების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტთან ფუნქციონირებს სამეცნიერო სემინარი (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი), აგრეთვე, სტუდენტური სამეცნიერო წრე (ხელმძღვანელი პროფ. თედო დუნდუა).

ამჟამად მიმდინარეობს საორგანიზაციო მუშაობა სამეცნიერო კონფერენციის ჩასატარებლად, რომელიც საქართველოს ისტორიის დარგში უახლესს მიღწევებს წარმოაჩენს.

 

ისტორია

2003-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების შედეგად საქართველოს ისტორიის კათედრის, საქართველოს ისტორიის კაბინეტის, ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნული კათედრის და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რაც თითქმის საუკუნის განმავლობაში აქვს საქართველოს ისტორიის კვლევებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს (ძვ. სტილით 26 იანვარი) გაიხსნა. იმ დროისათვის ერთადერთ, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ინსტიტუციური დანაწილება სამეცნიერო დარგების მიხედვით ხდებოდა. ამ დარგებს შორის იყო საისტორიო დარგიც. იმავე წელს შეიქმნა საქართველოს ისტორიის კათედრა, საქართველოს ისტორიის კურსი კვირაში ორი საათი იკითხებოდა, პირველი კურსი საქართველოს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. მანვე ჩაატარა პირველი საისტორიო სემინარი.

1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრა სწორედ ამ ფაკულტეტში შედიოდა.

1934 წელს ეს ფაკულტეტი ორად გაიყო,  ისტორიის ფაკულტეტი ცალკე ჩამოყალიბდა. აქვე შედიოდა საქართველოს ისტორიის კათედრა.

საქართველოს ისტორიის კათედრა, როგორც სტრუქტურული ერთეული, 2006 წელს ფაკულტეტების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბებული ჰუმანიტარული ფაკულტეტის სისტემაში მოიაზრებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის განხრით მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის – არაერთი აკადემიკოსი. საქართველოს ისტორიის მკვლევართაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა, რომლის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ის დღეს სწორედ მის სახელს ატარებს. ივანე ჯავახიშვილის გარდა, უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ისეთ ისტორიკოსებს, როგორებიც იყვნენ და არიან: აკად. სიმონ ჯანაშია, აკად. ნიკო ბერძენიშვილი, აკად. გიორგი მელიქიშვილი, პროფ. შოთა მესხია, პროფ. ნოდარ შოშიაშვილი,  აკად. როინ მეტრეველი, აკად. მარიამ ლორთქიფანიძე და სხვ. მათ შორის ზოგი დღესაც აგრძელებს სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Institute of Georgian History

 

Mission. Institute of Georgian History of  the Faculty of Humanities, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, is focussed on teaching and research in national history. Institute brings together the scholars, specialists of  the Georgian history, covering different periods from  Ancient times up to the present day and studying the history of Georgia as a part of the World evolutionary processes. Problems researched at the Institute include: political history of Georgia, social history, history of culture, history of the Georgian Orthodox Church, history of Georgian national identity, history of Georgian historical thought, source-study of Georgian history, urban history, military history, regional history, etc.

Personal. 1. Prof. Dr. Mariam Lordkipanidze, Academician, Georgian Academy of Sciences, TSU Rector’s special adviser, 2. Mariam Chkhartishvili, Dr. Hab. Professor, 3. Tedo Dundua, Dr. Hab. Professor, 4. Vazha Kiknadze, Dr. Hab. Professor, 5. Giorgi Otkhmezuri, Dr. Hab. Associate Professor, 6. Dimitri Shvelidze, Dr. Hab. Associate Professor, 7. Michael Bakhtadze, Dr. Hab. Associate Professor, 8. Valeri Silogava,  Dr. Hab. Associate Professor, 9. Niko Javakhishvili, Dr. Hab. Associate Professor, 10. Andro Gogoladze, Dr. Associate Professor, 11. Buba Kudava, Dr. Associate Professor, 12. Ketevan Nadiradze, Dr. Assistant Professor, 13. Jaba Samushia, Dr. Assistant Professor, 14. Bondo Kupatadze, Dr. Assistant Professor, 15. Ketevan Kutateladze, Dr. Assistant Professor, 16. Apolon Tabuashvili, Dr. Assistant Professor.

Teaching process. Professors of the Institute of Georgian History are involved in different academic programs of the Faculty of Humanities, as well as other Faculties of TSU. There are two major programs in history at  the Faculty of Humanities: one for 2008 - 2012, coordinated by Prof. Dr. Mariam Chkhartishvili, and the other for 2009 - 2013, coordinated by Prof. Dr. Tedo Dundua, Prof. Dr. Levan Gordeziani and Prof. Dr. Teimuraz Papaskiri. Professors of the Institute are mainly involved in these programs. Other programs include: History of Georgia, MA., led by  Prof. Dr. Mariam Chkhartishvili, and History, PhD program, led by Prof. Dr. Levan Gordeziani, two more PhD programs – History of Georgia, led by Prof. Dr. Vazha Kiknadze and Source-Study and Historiography of Georgian History, led by Prof. Dr. Giuli Alasania and Prof. Dr. Mariam Chkhartishvili.

International cooperation. Professors are individually involved in different international projects, conferences and workshops. The Institute itself has special agreement of collaboration signed with Department of Modern and Contemporary History of  Sapienza University in Rome, within the frames of general treaty between TSU and Sapienza University of Rome.

Publications. Members of the Institute  contributed to the preparation of two selected works, like “Studies in Medieval History of Georgia” (v. 9, 2008, edit. by Mariam Chkhartishvili) and “Georgian Source-Studies” (v. 12, 2010, edit. by Giuli Alasania and Mariam Chkhartishvili). Contributions of individual professors are also prominent, including some hundred of monographs and articles per year. Two scientific journals are being prepared at the Institute initiated by Prof. Dr. Tedo Dundua, namely: 1. Works, Institute of Georgian History, Ivane Javakhishvili Tbilisi State University (in Georg.), 2. Georgian Journal of Historical Studies.

Seminars and conferences. Cultural, Political, Regional Identities – Peoples and States in the Past and Nowadays – that was the main topic for the 4th International conference “Via Egnatia”, supervised by the Institute of Georgian History in November 2009, together with Silk Road Institute, The Black Sea International University. The result of the conference is important from the point of view of promotion of the researches in the field of Humanities. There are two seminars set up at the Institute of Georgian History, one for Professors, conducted by Prof. Dr. Mariam Chkhartishvili, and the other for students, conducted by Prof. Dr. Tedo Dundua. Annual conference is planned to be established for presenting new achievements of the Institute of Georgian History.

History. During the reformation of 2003 - 2010 in educationary system of Georgia, the Chair of Georgian History, Cabinet of Georgian History, Research Centre of History of Georgian State and Folk Diplomacy, Research Laboratory of Source-Study and Historiography, attached to the Chair of Georgian History, were developed into the Institute of Georgian History. Institute of Georgian History at the Faculty of Humanities, TSU., is lawfull heir of almost century-long Chair of Georgian History and carries on rich tradition of historical researches at TSU.

Tbilisi State University was founded on February 8, 1918. There was only one faculty at that time, comprising the Chair of Georgian History from the very beginning. First course in Georgian history was conducted by Ivane Javakhishvili himself, founder of  the new school of Georgian historiography and University itself.

When the Faculty of History and Literature was established in 1933, the Chair of Georgian History eventually joined the Faculty. And when in 1934 the mentioned Faculty was divided and  the Faculty of History was set up, the Chair of Georgian History became again its essential part.

Many prominent scholars worked at TSU in the field of Georgian History, beginning with Ivane Javakhishvili, namely: Simon Janashia, Niko Berdzenishvili, Giorgi Melikishvili, Shota Meskhia, Nodar Shoshiashvili, Mariam Lordkipanidze, Roin Metreveli, etc. Some of them are still active.

 

 

 

  contact us